en
ge

შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა

შიდა ქართლი. 14 თებერვალს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისში, გაიმართა იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის პროექტის განხილვა. პროექტი შემუშავებულია იუსტიციის სამინისტროს მიერ და უკვე გადაგზავნილია პარლამენტში, მაგრამ ჯერ არ დაწყებულა საკომიტეტო განხილვები. 
შეხვედრის მიზანი იყო საზოგადოების აზრის გაგება აღნიშნული პროექტის მიმართ, ვინაიდან საია აპირებს გარკვეული რეკომენდაციების შემუშავებას და მათ მიწოდებას პარლამენტისთვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. განხილვა მიმდინარეობდა უკვე არსებული კოდექსის და ახლადშემუშავებული პროექტის შედარების მეთოდით. ცვლილების ირგვლივ გაიმართა მსჯელობა და ჩამოყალიბდა დამსწრეთა აზრით,  შესწორებების შეტანის ნუსხა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)