თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან საქართველოს პარლამენტში 5 ივნისს დარეგისტრირებულ კანონპროექტს, რომელიც, სხვა ცვლილებებთან ერთად, ითვალისწინებს ცვლილების შეტანას საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესში.
„კანონპროექტის განმარტებით ბარათში საუბარია იმაზე, რომ აღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრაციის, როგორც სტაბილური ინსტიტუციის, საქმიანობის გაუმჯობესებას. თუმცა, რეალურად იგი მეტად პრობლემურია როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ სანდოობის შენარჩუნების კუთხით, ისე პოლიტიკურ ძალებს შორის თანასწორი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ვინაიდან ის ცალსახად ემსახურება საარჩევნო ადმინისტრაციაში მმართველი პარტიის პოზიციების განმტკიცებას", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: www.transparency.ge