თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს ინფორმაციას უცხოელებისთვის მიწის შეძენის ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით.
„სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება ცალსახად დადებითი გადაწყვეტილებაა.
მნიშვნელოვანია, რომ კანონით განსაზღვრული მიწის საკუთრების შეზღუდვა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზნებს, არ ქმნიდეს გაუმართლებელ ხელოვნურ ბარიერებს და ამ გზით არ აზარალებდეს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. კორუფციის რისკების თავიდან აცილებისათვის, ასევე მნიშვნელოვანია, კანონი შეიცავდეს აღსრულების ეფექტურ მექანიზმებს, შეზღუდვისა და გადაწყვეტილების მიღების მკაფიო რეგულაციებს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.transparency.ge