თბილისი. 9 ივნისს, გარემოს დაცვის კვირეულისა და ივნისის თვის საგანმანათლებლო ღონისძიებების ფარგლებში, აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის გაიმართა ლექცია კლიმატის ცვლილების შესახებ.
„მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია კლიმატის შესახებ, გაიგეს, თუ როგორ იცვლებოდა კლიმატი დედამიწის ჩამოყალიბების პროცესში. გაეცვნენ კლიმატის ცვლილების გამომწვევ ანთროპოგენურ და ბუნებრივ ფაქტორებს, ასევე იმ სავარაუდო შედეგებს, რაც კლიმატის ცვლილების თანმდევია და, რაც მთავარია, შეიტყვეს, რა ღონისძიებები უნდა განხორცილედეს კლიმატის ცლილებასთან ადაპტაციისთვის”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში