აჭარა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალი (საია), პროექტ „მიგრაციის მართვის განვითარება საქართველოში"-ს ფარგლებში, მართავს კამპანიას - „წიგნები საქართველოდან ემიგრანტებისთვის".
„კამპანიის მიზანია, წიგნის ბანკის შეგროვება, რათა, შემდგომ გაეგზავნოს ემიგრანტებს და შეიქმნას წიგნის კუთხე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
აქციის ფარგლებში, საია-ს აჭარის ფილიალის ორგანიზებით, ორი ღონისძიება გაიმართა, ერთი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო მეორე ბათუმის საზაფხულო თეატრში. მიმდინარე კამპანიის ფარგლებში, ჯამში 357 წიგნი შეგროვდა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში