მცხეთა-მთიანეთი. 10 ივნისს, ნორჩ ეკონომისტთა სკოლის ორგანიზებით გაიმართა მოსწავლეების შემეცნებითი ტური ალიანსის წევრ სოციალურ საწარმოში ტრადიციული რეწვის სახელოსნო/Arabuli Arthouse Traditional workshop.
„შემეცნებითი ტურის მიზანი თბილისის სკოლების მოსწავლეებისა და ე.წ. საზღვრისპირა რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის სოციალური მეწარმეობის შესახებ როგორც თეორიული ცოდნის, ისე პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა იყო”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში