შიდა ქართლი. 13 თებერვალს, გორის ინვალიდთა
კლუბთან არსებულმა ახალგაზრულმა ცენტრმა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებმა
აქცია მოაწყვეს და ინვალიდთა კლუბის ეზოში ახალი ნარგავები დარგეს.მიწასთან მუშაობა ერთგვარი
თერაპიაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის და მათ აიღეს ვალდებულება
, რომ საკუთარ ეზოში დარგულ ნარგავებზე, ამის შემდეგ, თვითონ იზრუნებდნენ. პროექტი ხორციელდება
„საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" (ANI) ფარგლებში, რომელსაც
გორის ინვალიდთა კლუბი ახორციელებს, საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) , აშშ-ს საერთაშორისო
განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.