თბილისი. კავშირი „საფარი" აქვეყნებს ინტერვიუს სპორტსმენ თეოდორა კახიანზე, რომელმაც ევროპის ჩემპიონატში, ფარიკაობაში ისტორიული ოქროს მედალი მოიპოვა.
„ბოლო 4 წელია, ამერიკაში ვცხოვრობ და ვვარჯიშობ. იქ არასოდეს უთქვამთ ჩემთვის, ქალი სპორტსმენი მიუღებელიაო. პირიქით, იქ ყველა კაცი აფასებს შენს შრომას და ყველა გვერდში გიდგას. სამწუხაროდ, საქართველოში ეს ასე არაა. აქაური კაცები ქალის საქმეს და როლს სხვა რამეში ხედავენ. ქალების და გოგონებისთვის მიცემული ჩემი რჩევა ალბათ ასე ჟღერს: აკეთეთ ის, რაშიც თქვენს უნარებსა და მონაცემებს ყველაზე მეტად გამოავლენთ”, ამბობს კახიანი.
წყარო: sapari.ge