en
ge

შეხვედრების ციკლი ქვეყნის რეგიონებში

თბილისი. ჟურნალისტური ეთიკის ქარტის საბჭო საქართველოს ქალაქებში შეხვედრებს ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ჟურნალისტებთან გამართავს. საბჭოს წევრები ქარტიის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და სამოქმედო გეგმებზე ისაუბრებენ. პირველი გასვლითი ვიზიტი 18 თებერვალს კახეთის სამ ქალაქში: თელავში, გურჯაანსა და საგარეჯოშია დაგეგმილი. 
შეხვედრებზე საბჭოს მიერ 7 თებერვალს მიღებულ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრობენ, რომლის მიხედვითაც საბჭო განსაკუთრებულ მასალებზე საკუთარი ინიციატივით დასკვნებს მოამზადებს და გამოაქვეყნებს. „ჩვენი მიზანია პროფესიული სტანდარტების დანერგვა და ნდობის ამაღლება მედიის მიმართ, ამიტომ,   მიგვაჩნია, რომ  არ უნდა  დარჩეს ქარტიის და მისი საბჭოს ყურადღების მიღმა რეზონანსული სტატიები, ტელე და რადიო რეპორტაჟები", განაცხადა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრმა ზვიად ქორიძემ. 
წყარო:media.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)