en
ge

ტრენინგი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის

სამცხე–ჯავახეთი. 14 თებერვალს ახალციხეში საბავშვო ბაღების თანამშრომლებისთვის  ტრენინგები ჩატარდა. ტრენინგის თემაა როგორ უნდა მოიქცნენ სტიქიური უბედურებების დროს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლები.
ტრენინგები ახალციხის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღის მენეჯერსა და აღმზრდელებს უტარდება. პერსონალი სტიქიური უბედურებების დროს მოქცევის წესებს სწავლობს. 
ტრენინგი ტარდება ევროკავშირის ჰუმანიტარული მისიის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - „კატასტროფის რისკების შემცირების ინკლუზიური პროგრამა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში”. პროექტი საქართველოს ორ რეგიონში, აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში ხორციელდება. 
სამცხე-ჯავახეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში ტრენინგები უკვე ჩატარდა. პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის თვალსაჩინო მასალა მომზადდა, რომლებიც ბაღებს საჩუქრად გადაეცა. 



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)