გურია. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტისა და ოქსფამ დიდი ბრიტანეთის საქართველოს წარმომადგენლობის ინიციატივით 13 თებერვალს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა სასოფლო-სამურნეო კოოპერაციის შესახებ საკანონმდებლო პაკეტის განხილვა. შეხვედრას ესწრებოდნენ გურიასა და იმერეთში არსებული კოოპერატივების, ფერმერთა ასოციაციების წევრები, დამოუკიდებელი ფერმერები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
კანონპროექტზე მომუშავე ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამის, ოქსფამის, ასოციაცია „ელკანასა" და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ექსპერტებმა წარადგინეს სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი. აღნიშნული პაკეტი ასევე განხილულ იქნა სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სადაც სამინისტროს მხრიდან გამოითქვა მზაობა, იმუშაონ წარდგენილ კანონპროექტზე და შეიქმნა სამუშაო ჯგუფი.სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ საქართველოს კანონპროექტის განხილვამ შეკრებილი საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.
კანონპროექტის შემდგენელ სამუშაო ჯფუფსა და ფერმერებს შორის ცოცხალი დისკუსია ორსაათზე მეტხანს გაგრძელდა.