en
ge

არასამთავრობოების განცხადება ქვეყნის ევროპული და ევრო–ატლანტიკური კურსის შესახებ

თბილისი. 13 თებერვალს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელეს, რომელიც საქართველოს ევროპული და ევრო–ატლანტიკური პოლიტიკური კურსის უცვლელობის უზრუნველყოფის საკითხის შესახებ. „ქვეყნის უსაფრთხო განვითარებისთვის ალტერნატივა არ გააჩნია საქართველოს დემოკრატიულ კურსს, ევროპულ და ევრო–ატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რუსეთის საოკუპაციო ჯარების საქართველოდან გასვლას და დევნილების ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნებას", – ნათქვამია განცხადებაში.ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წევრებს, რომ გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საკანონმდებლო ინსტრუმენტი და შესაძლებელი ფორმით (ინტერ-ფრაქციული შეთანხმება, კანონი საგარეო პოლიტიკის შესახებ და საქართველოს კონსტიტუციის ცვლილება) გაამყარონ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობა. 
განცხადება 
წყარო: tcpa.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)