თბილისი. საიას იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატთა დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, ორგანიზაცია კონკურსის პირველ ეტაპს (კაზუსების ამოხსნა) რამდენიმე ნაკადად ჩაატარებს.
საია სთხოვს მონაწილეებსა, იმ კანდიდატებმა, რომელთაც ინტერესის სფეროდ მითითებული აქვთ სისხლის სამართალი, თან იქონიონ სისხლის სამართლის კოდექსი და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი; ხოლო სამოქალაქო/ადმინისტრაციული მიმართულებით დაინტერესებულებმა - სამოქალაქო კოდექსი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი