გურია. 21 ივნისს, გაიმართა თანატოლგანმანათლებელთა სემინარი ნასაკირალის სკოლის მოსწავლეებისთვის.
„თანატოლგანმანათლებლებმა, ისაუბრეს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებზე, იმ გამოწვევებსა და მიზნებზე რაც ამ კუთხით არსებობს. საუბარი ასევე შეეხო იმ მითებსა და რეალობას, რაც საქართველოში ევროკავშირის მიმართ არსებობს. საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო, ანტიდასავლური პოლიტიკის წარმოშობისა და გავრცელების შესახებ საუბარს, რაც ჩვენს რეალობაში არსებობს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში