სამეგრელო. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი და ასოციაცია „ათინათი" სოფელ ხაბუმეში ახორციელებენ პროექტს „ქალთა გაძლიერება ცვლილებებისათვის".
პროექტის ფარგლებში ხაბუმეს საჯარო სკოლაში გაიხსნა დადიანისეული მუზეუმი, რომელსაც პედაგოგი ნარგიზა კვარაცხელია ხელმძღვანელობს. სასკოლო მუზეუმი პროექტის ხელმძღვანელმა და მუნიციპალიტეტის გამგებელმა ერთობლივად გახსნეს. პროექტის განხორციელებაში აქტიურად იყვნენ ჩართული ქალთა საინიციატივო ჯგუფ ,,ერთობის" წევრები.
სასკოლო მუზეუმისთვის კეთილმოეწყო ოთახი, სკოლის ეზოში გაიწმინდა დადიანისეული ბილიკი, ჩამოყალიბდა სხვადასხვა კლუბი. დღეისათვის მუზეუმში 50–მდე ექსპონატი ინახება.
პროექტი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით განხორციელდა.
წყარო: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალური ფეისბუქგვერდი