en
ge

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები, გლობალური და საქართველოს დღის წესრიგი

რუსთავი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ორგანიზებით, რუსთავში გაიმართა შეხვედრა თემაზე – „გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები, გლობალური და საქართველოს დღის წესრიგი".
ღონისძიებას, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, შვედეთის მთავრობისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური ხელშეწყობით მოეწყო, რუსთავის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და საქართველოს მთავრობის მიერ ამ მიმართულებით შემუშავებული გეგმის გაცნობა წარმოადგენდა.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები (SDG) შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელებმა გააცნეს. მათ ვრცლად ისაუბრეს პროექტის ფარგლებში ჩატარებულ და სამომავლოდ დაგეგმილ აქტივობებზე, ასევე, მიზნების განხორციელების პროცესში საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ პრიორიტეტებზე, არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გაეროს მდგრადი განვითარების გეგმების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე.
წყარო: ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ვებგვერდი


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)