en
ge

როგორ უმჯობესდება მსოფლიოს საუკეთესო სასკოლო სისტემები

თბილისი. „კოალიცია განათლება ყველასათვის - საქართველომ" სასკოლო სისტემის შესახებ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული კვლევის – How the World’s Most Improved School Systems Keep Getting Better (როგორ უმჯობესდება მსოფლიოს საუკეთესო სასკოლო სისტემები) პრეზენტაცია გამართა.
ნაშრომი შეისწავლის მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის სასკოლო სისტემას და პასუხობს კითხვას, თუ რატომ ვითარდება ზოგიერთი სისტემა თანმიმდევრულად და უფრო სწრაფად ვიდრე სხვა დანარჩენი.
კვლევამ მოიცვა ოცი სასკოლო სისტემა: პოლონეთის, ლატვიის, ინგლისის, ჰონგ-კონგის, სინგაპურის, სამხრეთ კორეის, ინდოეთის, ასევე, აშშ-სა და ბრაზილიის დიდი შტატების, სხვა. ეს სისტემები განსხვავდებიან ერთმანეთისგან და მათი რეფორმების კონტექსტიც განსხვავებულია.
მკვლევარებმა სასკოლო სისტემები დაყვეს სხვადასხვა დონეებად: ცუდი, საშუალო, კარგი, ძალიან კარგი და შესანიშნავი. აღმოჩნდა, რომ სკოლები, რომლებიც მათ აირჩიეს, უმჯობესდებოდა. ერთადერთი, რომელიც ამ კვლევაში არ განიხილეს, არის ფინეთის სასკოლო სისტემა, რომელიც შესანიშნავ დონეს მიაკუთვნეს.
როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, საქართველოს შეუძლია ამ კვლევით იხელმძღვანელოს, შეაფასოს მოქმედი სისტემა და, მისი გაუმჯობესების მიზნით, საყოველთაოდ აღიარებული რეკომენდაციები გამოიყენოს.
წყარო: ორგანიზაციის ოფიციალური ფეისბუქგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)