en
ge

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების რეგიონული ფორუმი შიდა ქართლში

შიდა ქართლი. 2017 წლის 20 ივნისს, ქალაქ გორში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შიდა-ქართლის რეგიონული ფორუმი გაიმართა. „საქართველოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ასოციაციამ" ფორუმის ორგანიზება „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს" მხარდაჭერით განახორციელა.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის, ადგილობრივი ხელისუფლების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, ფინანსური ინსტიტუტების, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, შ.პ.ს. „საქართველოს მელიორაციის", ასევე, აგროდაზღვევაზე მომუშავე კომპანიებისა და ENPARD-ის პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციის Evoluxer-ის წარმომადგენლებმა.
რეგიონული ფორუმების, როგორც არაფორმალური პლატფორმის, მიზანია, ხელი შეუწყოს და დაეხმაროს საქართველოში რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს მათ წინაშე არსებული პრობლემების გასაჯაროებასა და მათ გადასაჭრელად შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში, ასევე საწარმოო ჯაჭვის წარმომადგენლებთან, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან დაკავშირებასა და მათ შორის კოორდინაციის მექანიზმის გაუმჯობესებაში.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შიდა-ქართლის რეგიონული ფორუმი ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვთარების სააგენტოს გაძლიერება" - ფარგლებში, რომელიც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით ხორციელდება.
სრულად
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)