en
ge

„პარლამენტის გადაწყვეტილება მორატორიუმის შესახებ კვლავ არაკონსტიტუციურია“

თბილისი. პარლამენტმა 16 ივნისს მესამე მოსმენით მიიღო პარლამენტის წევრების ინიციატივა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ. ცვლილებები ითვალისწინებს მორატორიუმს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწების საკუთრებაში გადასვლასთან დაკავშირებით.
„გაუგებარია, საქართველოს პარლამენტის პოზიცია, კიდევ ერთხელ დააწესოს აკრძალვა და შეაჩეროს კონკრეტული მუხლის მოქმედება, მაშინ როდესაც მისთვის ცნობილია მოცემული ცვლილების არაკონსტიტუციური ხასიათი. ამასთანავე, დაუსაბუთებელია შესაბამისი ინიციატივის მიზანი, არ არის წარმოდგენილი ამ ცვლილების შედეგად სავარაუდო ფინანსური და ეკონომიკური ზეგავლენის დოკუმენტი. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაზე სპეციალური რეგულაციების დაწესება ცნობილია საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობისთვისაც. თუმცა, მნიშვნელოვანია ეს რეგულაციები წინააღმდეგობაში არ მოდიოდეს საქართველოს კონსტიტუციასთან და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად...
წყარო: www.transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)