აჭარა. გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურების დანერგვის ხელშემწყობ პროექტს ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, ასოციაციამ მონაწილეობა მიიღო ბათუმისა და ხულოს თვითმმართველობებისთვის გამართულ შეხვედრაში. შეხვედრის მიზანი იყო რეფერირების პროცედურების, პროექტის მხარდაჭერით შემუშავებული ოპერირების გეგმისა და პროცედურების გაცნობა თემის ყველა დაინტერესებული უწყების წარმომადგენლისთვის.
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ორგანიზებით, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართა, ასევე, საკოორდინაციო შეხვედრა გამგებლების გადამზადებულ წარმომადგენლებს, სპეციალისტებსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურ მუშაკებს შორის. შეხვედრებზე განიხილეს ბავშვთა მიმართ გამოვლენილი ძალადობის შემთხვევები და სამომავლო თანამშრომლობის ეფექტიანი გზები.
წყარო: ასოციაციის ოფიციალური ფეისბუქგვერდი