en
ge

უსკოს არჩევნების შესახებ კანონპროექტის განხილვა

აჭარა. 14 თებერვალს, ბათუმის პრეს-კაფეში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის" ორგანიზებით უსკოს არჩევნების შესახებ კანონპროექტის განხილვა მოეწყო. აღნიშნულ შეხვედრას  ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აჭარის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა - პარმენ ჯალაღონიამ დამსწრე საზოგადოებას განუმარტა რა შენიშვნები აქვს თავმჯდომარეს აღნიშნული კანონპროექტის მიმართ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა გია ქარცივაძემ კი კანონის ნაკლოვანებებზე დაწვრილებით ისაუბრა. რაც შეეხება კანონპროექტის ინიციატორს დავით ბაციკაძე, ის მნიშვნელოვნად მიიჩნევს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობას ამ პროცესში, რადგანაც ის თვლის, რომ მათი აქტიურობა მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილების მისაღებად.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)