გურია. 20-21 ივნისს, არასამთავრობო ორგანიზაცია სთეფ ფორვარდმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად გურიის რეგიონის სამედიცინო პერსონალისთვის საინფორმაციო/სამუშაო შეხვედრები ჩაატარა.
„შეხვედრების მიზანი იყო რეგიონის სამედიცინო პერსონალის ინფორმირება ბავშვებში სმენის დაქვეითების პრევენციის და ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობის შესახებ. შეხვედრები ჩატარდა სამივე მუნიციპალიტეტში: ოზურგეთი, ლანჩხუთი და ჩოხატაური. მონაწილეებს დაურიგდათ ახალშობილთა სმენის სკრინინგის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული საინფორმაციო ბროშურები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში