თბილისი. ბავშვთა ჰოსპისი „ციცინათელების ქვეყანა" საიუვილერო ციცინათელას შესაქმნელად იუველირებს, დიზაინერებს, მხატვრებს და ყველა შემოქმედებითი ნიჭის მქონე პირებს იწვევს.
„გვაქვს იდეა, დავამაზადოთ საიუვილერო ციცინათელა (მაგალითად ბროში), რომელსაც ჩვენი ჰოსპისის მეგობარი მომღერლები და სხვა საზოგადო მოღვაწეები, აუქციონის წესით გაყიდიან კონცერტების და სხვადასხვა ღონისძიებების დროს.
ესკიზის წარმოდგენის ბოლო ვადაა 31 ივლისი. გამარჯვებული ციცინათელა გახდება ჰოსპისის სიმბოლო", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში