სამეგრელო.დემოკრატიული ჩართულობის ცენტრისა და ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს"
ზუგდიდის ოფისის ინიციატივით, 15 თებერვალს, გაიმართა დისკუსია თემაზე „პიროვნების
თავისუფლება და ეროვნული პასუხისმგებლობა". დისკუსიაზე ნაჩვენები იყო დანიელი რეჟისორის
ევა მულვადის დოკუმენტური ფილმი „ბედნიერების მტრები", რომელიც ავღანელი პარალმენტარი
ქალის ცხოვრებას ასახავს. დემოკრატიული ცენტრის ზუგდიდის ოფისის კოორდინატორის ეკა
მინჯორაიას თქმით, ბოლო დროს განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა საზოგადოება დააფიქრა
ისეთ თემებზე როგორიცაა ადამიანის ღირსება და თავისუფლება, მოქალაქეობრივი მოვალეობის
განცდა. მისივე თქმით, ამ თემაზე, ფილმების ჩვენება გაგრძელდება და დისკუსიებში არასამთავრობო
ორგანიზაციების გარდა სტუდენტების ჩართვაც იგეგმება.