en
ge

იწყება ხელსაქმის გაკვეთილების ახალი პროგრამა

აჭარა. ასოციაცია „ღირსეული სიბერე" ხელსაქმის გაკვეთილების ახალ პროგრამას იწყებს.
პროგრამა ითვალისწინებს ბუნებრივი მასალიდან (ლაქაში, ლერწამი, ფიჭვის წიწვები) სუვენირებისა და სამკაულების დამზადებას. კურსი 20 გაკვეთილისგან შედგება და მას პროფესიონალი დიზაინერი უძღვება.
მსურველებს შეუძლიათ ასოციაციას შეეხმიანონ ტელეფონის ნომერზე - 26 77 17 ან მიბრძანდნენ ოფისში - ქობულეთში, რუსთაველის 36-ში.
აქტივობა ორგანიზებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კოალიციური პროექტის - „ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში" - ფარგლებში. პროექტის პარტნიორები არიან დემოკრატიის ინსტიტუტი და გურიის აგრობიზნესცენტრი.
სრულად
წყარო: ასოციაცია „ღირსეული სიბერის" ოფიციალური ფეისბუქგვერდი


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)