აჭარა. აჭარის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის მიწვევით ასოციაცია „ღირსეული სიბერეს" ბენეფიციარები ბათუმში, თამარის დასახლებაში არსებულ რელიგიის მუზეუმს სტუმრობდნენ.
„რელიგიის მუზეუმის წარმომადგენელმა მერი მახარაძემ ვიზიტორები რელიგიათა ისტორიაში ამოგზაურა. საგამოფენო დარბაზში ერთმანეთის გვერდითაა განლაგებული მართლმადიდებლური, კათოლიკური, გრიგორიანული, იუდაიზმის და ისლამური რელიგიებისათვის დამახასიათებელი ექსპონატები. ბენეფიციართათვის განსაკუთრებით ემოციური იყო ისტორია კომახიძეების ოჯახის მიერ მუზეუმის დაფუძნებაში და ექსპონატების შეგროვებაში შეტანილ წვლილის შესახებ", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში