en
ge

საჯარო შეხვედრა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარესთან

აჭარა. 15 თებერვალს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ორგანიზებით საზოგადოებრივი დარბაზის წევრები, ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები თვითმმართველ ქალაქ ბათუმის საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს - ირაკლი ჩავლეიშვილს შეხვდენენ. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. საკრებულოს თავმჯდომარემ  აუდიტორიას საკრებულოში არსებულ მდგომარეობასა და მოსალოდნელ ცვლილებებზე ესაუბრა. განაცხადა, რომ პარტიული ნიშნით არავის გათავისუფლებას არ აპირებს, მისთვის მნიშნველოვანი შრომისმოყვარეობა და ეფექტური მუშაობაა. ასევე, სამოქალაქო საზოგადოებას აქტიურობისა  და  ქალაქში არსებული პრობლემების მოგვარებაში ჩართულობისკენ მოუწოდა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)