თბილისი. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს შეხვდნენ.
სტუდენტები არიან მონაწილეები სტაჟირების პროგრამისა „1+4", რომლის ფარგლებშიც, 60-ზე მეტი ახალგაზრდა სხვადასხვა საჯარო უწყებაში სტაჟირებას გადის.
სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე.
საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა სტუდენტებს ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის, ანტიდასავლური პროპაგანდის, მასთან ბრძოლის მეთოდებისა და მნიშვნელობის თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
წყარო: ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ოფიციალური ფეისბუქგვერდი