კახეთი. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში, თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ ფერმერებს ტრენინგი ჩაუტარა.
„ტრენინგის - „ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა", მიზანია გადაწყვეტილების მიმღებ პირთა, ადგილობრივი ფერმერებისა და სხვა დაინტერესებულ მხარეთათვის ცნობიერების ამაღლება; ასევე, ამ ჯგუფებისთვის ნიადაგის დეგრადაციის კუთხით არსებული პრობლემების, მიწებისა და ლანდშაფტების მდგრადი მართვის თანამედროვე და ეფექტური გზების, მეთოდების გაცნობა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში