en
ge

შეხვედრა ვანის სამედიცინო პერსონალთან, ქალთა მიმართ ძალადობის თაობაზე

იმერეთი. PHR-ის იურისტებმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მორიგი სამუშაო შეხვედრა ვანის სამედიცინო დარგის სპეციალისტებთან გამართეს. სემინარის თემა იყო ექიმის როლი ძალადობაგამოვლილი ქალის მხარდაჭერის პროცესში
სემინარზე იურისტებმა ისაუბრეს ძალადობის ფორმებზე, ოჯახში ძალადობაზე, მის მახასიათებლებზე, ძალადობისგან დაცვის მექანიზმებსა და სერვისებზე. მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია ექიმის მიერ ძალადობაგამოვლილი ქალის იდენტიფიცირების მეთოდებისა და გზების, ძალადობაგამოვლილ ქალთან ურთიერთობის სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ. მათ, ასევე, განიხილეს ექიმის როლი მტკიცებულებების შეგროვების პროცესში და სამართალდამცავი ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდების საკითხი. შეხვედრას ინტერაქციული ხასიათი ჰქონდა.
შეხვედრების ეს ციკლი მიზნად ისახავს სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული ექიმებისა და ექთნების ცნობიერების ამაღლებასა და მათ ინფორმირებულობას ადგილობრივ თემში ქალთა მიმართ ძალადობის კონტექსტისათვის სპეციფიკური მახასიათებლების შესახებ.
სამუშაო შეხვედრის ორგანიზება შესაძლებელი გახდა აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) თანადგომით. სამუშაო შეხვედრის შინაარსზე პასუხისმგებელია ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)”. ის შესაძლოა, არ ასახავდეს USAID-ის, აშშ–ის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.
სრულად
წყარო: https://phrgeorgia.wordpress.com/2017/06/30/phr-60/

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)