თბილისი. ქეა საერთაშორისო კავკასიის პარტნიორმა ორგანიზაციამ - იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობამ" კამპანია დაიწყო, რომელიც ქალთა საკუთრების უფლებებზე ყურადღების მიპყრობას ისახავს მიზნად. კამპანია ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „ქალთა გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მშენებლობისთვის" ფარგლებში ხორციელდება. კამპანიის ფარგლებში ქეა და პარტნიორებმა მოამზადეს მასალების პაკეტი ორგანიზაციებისა და აქტივისტებისთვის, რათა უზრუნველყოს ქალთა საკუთრების უფლებების მნიშვნელობის წარმოჩენა, ასევე მოსახლეობის ინფორმირება, თუ სად შეიძლება აღნიშნულ საკითხზე იურიდიული დახმარების მიღება. პაკეტში ასევე შედის 10 წუთიანი ფილმი სადაც იურისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტები და ქალები საუბრობენ, რამდენად დაუცველები არიან ქალები საკუთრების გარეშე.
წყარო: ქეას გვერდი სოციალურ ქსელში