თბილისი. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი ეგიდით, პოლიციელებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე - „ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობა და სამართლებრივი რეაგირების მექანიზმები". სწავლებას ქსელის სამართლებრივი ექსპერტი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი უძღვებოდნენ.
ტრენინგი განხორციელდა პროექტის - „ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის, განსაკუთრებით სექსუალური ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად ხელსაყრელი გარემოს შექმნა საქართველოში" ფარგლებში, გენდერული თანასწორობისთვის გაეროს ერთობლივი პროგრამის მხარდაჭერით, შვედეთის მთავრობის დაფინანსებით, ა/ო „ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ქსელთან" და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით.
წყარო: ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის ოფიციალური ფეისბუქგვერდი