en
ge

საქართველოს სახალხო დამცველი: ირღვევა ეფექტიანი სამართალწარმოების პრინციპი

თბილისი. 30 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა გამართა მორიგი საჯარო დებატები „უცხოელებისა და ნეიტრალური დოკუმენტის მქონე პირთა უფლებები და სახელმწიფო უსაფრთხოება".
სახალხო დამცველმა მოკლედ განიხილა სახელმწიფო პრაქტიკა, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის დროს, სახელმწიფო უსაფრთხოების საფუძველის გამოყენების შესახებ. მან აღნიშნა, რომ სტატუსის მინიჭებაზე უარის მიზეზები უცნობია, როგორც თავშესაფრის მაძიებლისთვის, ასევე, მისი დაცვის მხარისთვის, რითაც ეფექტიანი სამართალწარმოების პრინციპი ირღვევა.
სახალხო დამცველმა, ასევე, ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა მდგომარეობის თაობზე, მათ გამყოფ ხაზზე გადაადგილებისა და სახელმწიფო ჯანდაცვის და განათლების პროგრამებში ჩართვის მნიშვნელობაზე; ნეიტრალური დოკუმენტების გაცემის მხრივ არსებულ სირთულეებსა და გამყოფ ხაზზე განლაგებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა მიერ არაადეკვატურ, დამამცირებელ და ზოგ შემთხვევაში შეურაცხმყოფელ მოპყრობაზე.
დებატებზე მოხსენებებით გამოვიდნენ სამხრეთ კავკასიაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის რეგიონული მისიის ხელმძღვანელი, იოჰანეს ფან დერ კლაუ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, შოთა გეწაძე და ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე.
სრულად
წყარო: საქართველოს სახალხო დამცველის ოფიციალური ვებგვერდი


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)