en
ge

სოციალური თერაპიის კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცათ

თბილისი. ორგანიზაცია, „კავშირი ადამიანებისათვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ" სოციალურ თერაპიაში სემინარის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულთა მეთოთხმეტე ნაკადი გამოუშვა.
„2001 წლიდან 150-მდე დაინტერესებულ და მოტივირებულ ადამიანს მიანიჭა სოციალ თერაპევტის სპეციალობა. ბევრმა მათგანმა დააარსა დღის ცენტრი, მუშაობენ სკოლებში სპეც. პედაგოგებად, ინდივიდუალურ მომსახურეობას უწევენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს სასწავლო დაწესებულებებსა და ოჯახებში. გარდა ამისა, ჩვენს სემინარში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების შემდეგ, მათ ეძლევათ საშუალება მესამე წელი გაიარონ და ცოდნა გაიღრმავონ ვალდორფის სკოლასა და ბაღში არსებულ სემინარში”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)