en
ge

ევროკავშირის სოფლის მეურნეობის ატაშე ENPARD-ის პროექტებს ეწვია

იმერეთი, რაჭა. საქართველოში ევროკავშრის სოფლის მეურნეობის ატაშე, პროგრამის მენეჯერი, კრისტინა კასელა იმერეთისა და რაჭის რეგიონებში ფერმერულ კოოპერატივებს ეწვია. კოოპერატივები ევროკავშირის მიერ ENPARD-ის პროგრამის ფარგლებშია მხარდაჭერილი, ჩეხურ ორგანიზაციასთან, „ადამიანი გაჭირვებაში" (PIN) პარტნიორობით.
იმერეთის სოფელ კვალითში, ქალბატონმა კასელამ საზეიმოდ გახსნა ENPARD-ის ფარგლებში ჩამოყალიბებული თხილის მწარმოებელი კოოპერატივი „ტირიხულა". ევროკავშირის მხარდაჭერით და ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში" (PIN) დახმარებით, კოოპერატივმა მიიღო 157,833 ლარის ღირებულების თხილის გადამამუშავებელი თანამედროვე დანადგარები, რომელმაც კოოპერატივს საშუალება მისცა დაეკმაყოფილებინა სურსათის ეროვნული უსაფრთხოებისა და ევროკავშირის სტანდარტები. „ტირიხულა" წლიურად 34 ტონა თხილის გადამუშავებას გეგმავს, რომელიც დასაწყისისთვის ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება, მომავალში კი კოოპერატივი საერთაშორისო ბაზრებზე გასვლასაც გეგმავს.
ENPARD-ის პროექტი „მცირე ფერმერების კოოპერაციისა და პროდუქტიულობის ზრდა" მიზანია სოფლად სიღარიბის შემცირება იმერეთისა და რაჭის რეგიონში. პროექტის სამიზნე ჯგუფებია ბიზნესზე ორიენტირებული მცირე ფერმერები. დღემდე ევროკავშირის ENPARD-ის პროექტის ფარგლებში, PIN-ს მიერ 32 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი იქნა მხარდაჭერილი.
2013 წლიდან, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში 13,000-ზე მეტი ფერმერი 1500-ზე მეტ კოოპერატივში გაერთიანდა. ევროკავშირმა 12 მილიონი ლარის პირდაპირი დახმარება 2000-ზე მეტ ფერმერს და 260-ზე მეტ კოოპერატივის გაუწია.
ევროკავშირი ENPARD-ის პროგრამის მეშვეობით მხარს უჭერს სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარებას საქართველოში. პროგრამა დაიწყო 2013 წელს და მისი ბიუჯეტი 102 მილიონ ევროს შეადგენს (2013-2019). ENPARD-ის პროგრამის მთავარი მიზანია საქართველოში სოფლად სიღარიბის აღმოფხვრა.
სრულად
წყარო: ENPARD-ის ვებგვერდი


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)