იმერეთი. 2017 წლის 7 ივლისს ვანის მუნიციპალიტეტში ვროკავშირის მიერ ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაცია „მერსი ქორფს"-ისთვის მხარდაჭერილი კოოპერატივების, ENPARD-ის პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგების პრეზენტაცია იგეგმება.
ღნისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, ორგანიზაცია „მერსი ქორფსი" საქართველოში ახორციელებს პროექტს „ფერმერული კოოპერატივების გაძლიერება საქართველოს სასოფლო მუნიციპალიტეტებში". პროექტი ეხმარება ფერმერთა ჯგუფებსა და კოოპერატივებს, რომლებიც თავიანთი საქმიანობისა და ბიზნესების შემდგომი გაფართოებისა და განვითარების, და ასევე, ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების სურვილს გამოთქვამენ. პროგრამა ფარავს 21 მუნიციპალიტეტს საქართველოს 5 რეგიონში: სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, იმერეთი და კახეთი. დღეისათვის, ENPARD-ის პროექტის ფარგლებში დახმარება გაეწია 70 კოოპერატივსა და 65 სასოფლო-სამეურნეო სერვისის მიმწოდებელ კომპანიას.
ევროკავშირი ENPARD-ის პროგრამის მეშვეობით მხარს უჭერს სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარებას საქართველოში. პროგრამა დაიწყო 2013 წელს და მისი ბიუჯეტი 102 მილიონ ევროს შეადგენს (2013-2019). ENPARD-ის პროგრამის მთავარი მიზანია საქართველოში სოფლად სიღარიბის აღმოფხვრა.
წყარო: ENPARD-ის ვებგვერდი