en
ge

„ბავშვის უფლებების კონვენცია“ ანიმაციაში

თბილისი. ორგანიზაცია "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა" განახორციელა პროექტი "ბავშვის უფლებათა კონვენცია ანიმაციაში".
პროექტი მიზნად ისახავდა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას ბავშვის უფლებების სფეროში, ასევე, საქარველოში მცხოვრები ბავშვების უფლებების სწავლებას, "ბავშვის უფლებათა კონვენციის" დოკუმენტის სხვადასხვა მუხლის ანიმაციებში გამოხატვისა და ჩვენების გზით.
„ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ბაზაზე არსებული არაფორმალური განათლების ცენტრისა და "ანიმაციის განვითარების ფონდის" ერთობლივი მუშაობით, პროექტის ფარგლებში 16 ანიმაციური ფილმი შეიქმნა. ყველა ფილმი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული.
პროექტი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
წყარო: „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ოფიციალური ფეისბუქგვერდი.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)