თბილისი. 5 ივლისს, თბილისის პირველ გიმნაზიაში ფერეიდნელ ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა.
„პროექტის მიხედვით საქართველოში ქართული ენის და ხალხური სიმღერის შესასწავლად ჩამოვიდა 15 ფერეიდნელი ახალგაზრდა. ქართულ ენასთან ერთად მათ შეისწავლეს ხალხური სიმღერები, ხალხურ საკრავებზე დაკვრა და საქართველოს ისტორია. პროექტის განმავლობაში მოეწყო 4 გასვლითი ექსკურსია მცხეთაში, კახეთში, ყაზბეგში და ვარძიაში", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში