თბილისი. საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ აქვეყნებს ვიდეორგოლს, რომელშიც ევროკავშირის მიერ სწავლის დაფინანსების რეალური ისტორიაა მოთხრობილი. ვიდეორგოლი ევროკავშირი-საქართველოს საინფორმაციო კამპანიის ფორმატში მომზადდა. კამპანია ხორციელდება ევროკავშირის პროექტის - „ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მხარდაჭერა" - ფარგლებში.
პროექტის მიზანია საქართველოს მოსახლეობისათვის ევროკავშირისა და საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; მათი ცნობიერების ამაღლება იმ კონკრეტული სარგებელის თვალსაზრისით, რომელსაც საქართველო ასოცირების ხელშეკრულების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობისა და ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების შედეგად მიიღებს. განსაკუთრებული აქცენტი კამპანიისას ევროპულ ფასეულობებზე კეთდება.
წყარო: ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ოფიციალური ფეისბუქგვერდი