en
ge

ადვოკატირების კამპანია საგზაო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით

ქუთაისი. ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა დღეს ადვოკატირების კამპანია გამართეს საგზაო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. კამპანიის მიზანს წარმოადგენდა მძღოლების ინფორმირება მაღალი სიჩქარით გადაადგილების განსაკუთრებული რისკების თაობაზე. ამასთან, ახალგაზრდებმა საინფორმაციო მასალები მიაწოდეს ფეხით მოასიარულეებს.
საქართველოში სიჩქარის გადაჭარბება ავტოავარიების ერთ-ერთ წამყვან მიზეზს წარმოადგენს. 2016 წელს სიჩქარის გადაჭარბებით 1 434 შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც 102 ადამიანი დაიღუპა და 2 025-მა პირმა მიღო დაზიანება. ამავე წელს 200 ათასი ადმინისტრაციული დაჯარიმა დაფიქსირდა სიჩქარის გადაჭარბების გამო.
#შეანელე #SlowDown ღონისძიება ორგანიზებული იქნა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC).
სრულად
წყარო: ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ოფიციალური ფეისბუქგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)