თბილისი. "პირველი ნაბიჯის" ორგანიზებითა და ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით, სპეციალისტებს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის ერთ-ერთი მიდგომის - DIR/Floortime მოდელის ორდღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ. სწავლება ისრაელიდან მოწვეულმა ექსპერტმა, ანატ ოპენჰაიმა ჩაატარა.
ანატ ოპენჰაიმი თბილისში უკვე მეორედ იმყოფება. პირველიად მან თებერვალში ჩაატარა კონფერენცია და სამდღიანი სამუშაო შეხვედრა, ამ მეთოდის გაცნობისა და ძირითადი პრინციპების სწავლების მიზნით. სწავლებაში ჩართულ სპეციალისტებს ის სისტემატურად უტარებს ონლაინ სუპერვიზიებს. სწავლება მოიცავდა ადგილობრივი თერაპევტების ბავშვებთან მუშაობის პროცესზე დასწრებას, ვიდეომასალებისა და Floortime-ის სხვადასხვა ტექნიკის განხილვას.
ანატ ოპენჰეიმი და ჰაიფას უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, დევიდ ოპენჰეიმი ესტუმრნენ „პირველი ნაბიჯის" ადრეული ინტერვენციისა და აუტიზმის ცენტრებს და თანამშრომელებს ამ მიმართულებით ისრაელში არსებული გამოცდილება გაუზიარეს.
წყარო: ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯის" ოფიციალური ფეისბუქგვერდი