თბილისი. 2017 წლის 3-4 ივლისს, ა(ა)იპ ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა ხანდაზმულთა სათემო მომსახურების თანამშრომლებს ჩაუტარა საგანმანათლებლო ტრენინგი თემაზე „ხანდაზმულებთან მუშაობის თანამედროვე მიდგომები".
ორდღიან სამუშაო პროცესში განხილული იქნა თემები, რომელიც დაკავშირებულია ხანდაზმულთა მომსახურების შემადგენელ კომპონენტებთან, მათ შორის, ხანდაზმულების საჭიროებების (დამოუკიდებლობის, მობილობისა და დეპრესიის ხარისხის, საბაზისო, სოციალიზაციის) შეფასების ინსტრუმენტებთან, ასევე, მათი დაკმაყოფილებისკენ მიმართული ღონისძიებები.
წყარო: ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ვებგვერდი