en
ge

კვლევა საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებაზე

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა გამოაქვეყნა კვლევა სახელწოდებით: „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი: საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება".  სტატია მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიმოხილვას საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებასთან დაკავშირებით. სტატიაში ასახულია, წლების განმავლობაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომის ცვლილება ინფორმაციის მიღების უფლების აღიარების კუთხით და მოიცავს ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების ანალიზს, რომელიც ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა, მათ შორის საქართველომ,უნდა გაითვალისწინონ ეროვნული კანონმდებლობის დახვეწისა და მისი პრაქტიკაში დანერგვის გაუმჯობესების მიზნით" ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე. 
კვლევა
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში. 



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)