იმერეთი. 7 ივლისს, ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაცია „მერსი ქორფი" ესტუმრა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ კოოპერატივებს ვანის მუნიციპალიტეტში.
„ვიზიტის მიზანი იყო ENPARD-ის პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა.
ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, ორგანიზაცია „მერსი ქორფსი" საქართველოში ახორციელებს პროექტს „ფერმერული კოოპერატივების გაძლიერება საქართველოს სასოფლო მუნიციპალიტეტებში". პროექტი ეხმარება ფერმერთა ჯგუფებსა და კოოპერატივებს, რომლებიც თავიანთი საქმიანობისა და ბიზნესების შემდგომი გაფართოებისა და განვითარების, და ასევე, ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების სურვილს გამოთქვამენ", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში