en
ge

ნატოს საზაფხულო სემინარი ჟურნალისტებისთვის

თბილისი. ნატოს სამეკავშირეო ოფისში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონული მედიის წარმომადგენელი ჟურნალისტებისთვის ტრადიციად ქცეული ნატოს საზაფხულო სემინარი გაიმართა. სემინარის მონაწილეებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმაც უმასპინძლა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ცენტრის საქმიანობის, მიზნებისა და ამოცანების, ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის საშუალებებისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში მედიის როლის შესახებ ისაუბრა.
დასასრულს, ჟურნალისტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. სერტიფიკატები მონაწილეებს ბულგარეთის ელჩმა, დესისლავა ივანოვამ, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების წარმომადგენელმა, დესპინა აფენტოულიმ, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის დირექტორის მოადგილემ, როზარია პუგლისიმ, საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა, ნინო ბოლქვაძემ და არასამთავრობო ორგანიზაციის - „ინტეგრაცია- გზა ნატოსა და ევროკავშირისკენ" ხელმძღვანელმა, რუსუდან ვაშაკიძემ და გადასცეს. სემინარები ორგანიზაცია „ინტეგრაცია - გზა ნატოსა და ევროკავშირისკენ" ორგანიზებით, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრსა და ნატოს სამეკავშირეო ოფისთან თანამშრომლობით იმართება.
სრულად 
წყარო: ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)