en
ge

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის განცხადება

თბილისი. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი აქვეყნებს განცხადებას, ბაზარზე მავნე სურსათის არსებობასთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირების თაობაზე.
„მიმდინარე წლის 7 ივლისს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა განცხადება საქართველოს ბაზარზე განთავსებული სუნელების შემოწმების შედეგებთან დაკავშირებით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დადგენილი ნორმის ზღვარს ზემოთ ტყვიის შემცველობა გამოვლინდა 4 ნიმუშში, რომელთა სახელწოდებებიც ჩამოთვლილია: წითელი წიწაკა, მშრალი აჯიკა, სუნელი. ასევე, ნათქვამია, რომ გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, სააგენტოს მიერ გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, რაც პროდუქციის სარეალიზაციო ბაზრიდან ამოღებას ითვალისწინებს. ზემოაღნიშნული ინფორმაცია აბსოლუტურად არასაკმარისია იმისათვის, რომ მომხმარებლები დაცული იყვნენ მავნე სუნელების მოხმარებისაგან", - ნათქვამია განცხადებაში.
ცენტრი მიიჩნევს, რომ სააგენტო არ ასრულებს კანონის მოთხოვნას, ბაზარზე განთავსებული მავნე სურსათის თაობაზე მოსახლეობის დროული ინფორმირების შესახებ და მოუწოდებს სააგენტოს: მიუთითოს, სულ მცირე, იმ მწარმოებლების სახელწოდებები, რომელთა პროდუქციაშიც ტყვიის გადაჭარბებული ოდენობა აღმოჩნდა; მიუთითოს მის ხელთ არსებული დამატებითი მონაცემები, რაც საშუალებას მისცემს მოქალაქეებს მავნე სუნელების იდენტიფიცირება მოახდინონ; გადახედოს მის მიერ განხორციელებული კონტროლის შედეგების, ასევე, შესაბამის შემთხვევებში, სხვა ქვეყნების კომპეტენტური ორგანოების მიერ განხორციელებული კონტროლის შედეგების შესახებ ინფორმაციის გავრცელების პრაქტიკას და იგი შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და მოქალაქეთა ინტერესებთან.
სრულად 
წყარო: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)