en
ge

„მოქალაქე ჟურნალისტები გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნებისთვის“

შიდა ქართლი. 8-9 ივნისს გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა" გამართა შეხვედრები პროექტის - „მოქალაქე ჟურნალისტები გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნებისთვის" – ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია გაერთიანებული ერების დემოკრატიის ფონდის (UNDEF) მიერ. 8 ივნისს შედგა ორი შეხვედრა. პირველზე  მიწვეული იყვნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. მათგან უშუალოდ შეხვედრას დაესწრნენ: „ნაციონალური მოძრაობის", კოალიცია „ქართული ოცნების", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", „ახალი მემარჯვენეების", „ქართული პარტიის", „ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის" და  „დემოკრატიული მოძრაობის" წევრები. მეორე შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები. შეხვედრას უძღვებოდა „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის" ხელმძღვანელი ია ანთაძე. საუბარი შეეხო არსებულ საარჩევნო გარემოს და საზოგადოების მონაწილეობის მნიშვნელობას მისი გაუმჯობესების საქმეში. 9 ივნისის შეხვედრები ასევე ორ ეტაპად შედგა: პირველ შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი ახალგაზრდები, ხოლო მეორეს - აქტიური მოქალაქეები. მათთან საუბარი წარიმართა ასევე საარჩევნო გარემოს შესახებ. ყურადღება გამახვილდა თუ როგორ შეეძლოთ მოქალაქეებს გამოეყენებინათ „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის" რესურსი როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისევე კენჭისყრის დღეს  დარღვევების შემჩნევის შემთხვევაში.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)