იმერეთი. ჭიათურის „საქართველოს მოხალისე" ლანა ლაშხის ინიციატივითა და ორგანიზებით ჭიათურის #2 საჯარო სკოლაში „ადამიანის უფლებათა საზაფხულო კონფერენცია" ჩატარდა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო, განაცხადების საფუძველზე შერჩეულმა, 13-დან 15 წლამდე 15-მა ადგილობრივმა მოსწავლემ.
კონფერენცია მოიცავდა ტრეინინგებს,სხვადასხვა სახის აქტივობებს, ფილმის ჩვენებასა და დისკუსიას, ადამიანის ძირითად უფლებებებსა და მოვალეობებთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ. სესიებს უძღვებოდნენ მოწვეული ტრენერები ორგანიზაციიდან „ჰელფინგ ჰენდ", პროგრამებიდან „ფლექს" და „ერასმუს", ასევე მოხალისეები ამერიკიდან, მშვიდობის კორპუსიდან, თსუ-დან.
წყარო: „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის" გვერდი სოციალურ ქსელში