კახეთი. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მედია ცენტრმა
კახეთმა", თელავის მედია კაფეში, 18 თებერვალს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის
გასვლით ღონისძიებას უმასპინძლა. შეხვედრას,
ადგილობრივი მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქარტიის
საბჭოს თავმჯდომარის, გიორგი მგელაძეს თქმით, შეხვედრები რეგიონული მედიის
წარმომადგენლებსა და მოქალაქეებთან თელავიდან დაიწყო და სხვა
მუნიციპალიტეტებშიც გაგრძელდება:
,,შეხვედრა საინფორმაციო
ხასიათის იყო და მოიცავდა იმ ძირითად საკითხებს, რომელიც შეეხება ეთიკის
ქარტიის პრინციპებს. გარდა ამისა, დამსწრე საზოგადოებას გავაცანით ქარტიის
მიერ ბოლო დროს დაგეგმილი სიახლეები. პირველი გასვლითი შეხვედრა თელავში ჩავატარეთ
და დაგეგმილი გვაქვს სხვა მუნიციპალიტეტებშიც ანალოგიური გასვლითი ღონისძიებების
ჩატარება’’– განაცხადა გიორგი
მგელაძემ.