თბილისი. AIESEC თანამშრომლობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების კუთხით.
„2015 წლის 25 სექტემბერს გაეროს 193 წევრი ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე, სათაურით - „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის". ეს დღის წესრიგი მოიცავს 17 მიზანს და 169 ამოცანას.
ახალი მიზნები წარმოადგენენ გაბედული მდგრადი განვითარების დღის წესრიგის ნაწილს, და ორიენტირებულნი არიან მდგრადი განვითარების სამ ურთიერთდაკავშირებულ ელემენტზე: ეკონომიკური ზრდა, სოციალური ინკლუზია და გარემოს დაცვა.
მიიღე მონაწილეობა AIESEC-ის გაცვლით პროგრამაში და შეიტანე შენი წვლილი მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში